7
ჯგუფში ,,დაიტოვე” ილია ღლონტი მოქალაქეებს შობის ღამის რუსთაველზე გატარების გეგმას სთავაზობს:
,,დღეს, როცა რუსთაველი იქცა ჩვენს სახლად, შობის დღესასწაული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მოდით, სინათლის მდინარეებად მოვეფინოთ ქუჩებს და ერთად შევხვდეთ მაცხოვრის შობას ქაშუეთთან.
✨წამოიღეთ ერთჯერადი ჭიქები და სანთლები.
✨სახლში დატოვეთ საყვირები და სასტვენები.
შეკრება დაიწყება ქალაქის რამდენიმე წერტილში, 6 იანვარს, 20:00-დან:
📍ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი.
მარშრუტი: https://shorturl.at/vLvZp
📍ჩუღურეთი: წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია.
მარშრუტი: https://shorturl.at/8xVZp
📍საბურთალო: წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო.
მარშრუტი: https://shorturl.at/WBe4Z
📍ვაკე: ვაკის ეკლესია.
მარშრუტი: https://shorturl.at/MUs89
📍ძველი თბილისი: მეტეხის ღვისმშობლის შობის ტაძარი.
მარშრუტი: https://tinyurl.com/3b8s3ytu
20:30-ზე ყველა ჯგუფი ერთდროულად დავიწყებთ მსვლელობას ქაშუეთის მიმართულებით.
შობის ღამეს, სწორედ აქ შევხვდებით, ერთმანეთის მხარდამხარ, ანთებული სანთლებითა და ალილოს სიმღერით.
სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს!“