შოკისმომგვრელი აღმოჩენა – კიბოს მუტაციები ხშირად ბავშვობაში იწყება

1 month ago 8

კიბოს მუტაციები ხშირად ბავშვობაში იწყება – შოკისმომგვრელი აღმოჩენა

განსაცვიფრებელი კვლევა: კიბოს გამომწვევი მუტაციების 22% ბავშვობიდანვე იწყება – რას გვაძლევს ეს ცოდნა და როგორ შეგვიძლია პრევენცია?

სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის

ახალი მონაცემები Pan-Cancer პროექტიდან, რომელშიც მონაწილეობდა 37 ქვეყნის 1300-ზე მეტი მკვლევარი, ცხადყოფს:

კიბოს გამომწვევი გენეტიკური მუტაციების თითქმის მეხუთედი – დაახლოებით 22% – წარმოიშობა ადრეულ ასაკში, ზოგჯერ ბავშვობის პერიოდშიც კი.

ეს ნიშნავს, რომ კიბოს განვითარება შესაძლოა ათწლეულებით ადრე დაიწყოს, ვიდრე სიმპტომები გამოჩნდება.

• კიბო ხშირად აღიქმება, როგორც მოზრდილობის ან სიბერის ასაკის დაავადება, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ მის საფუძველში შესაძლოა იდოს ბავშვობაში დაგროვილი მუტაციები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჩუმად ვითარდება

• გარემო ფაქტორები, ცხოვრების სტილი, მემკვიდრეობითი ნიშნები – ყველაფერი გავლენას ახდენს მუტაციების დაგროვებაზე

• ზოგ მუტაციას ორგანიზმი ახერხებს განეიტრალებას, მაგრამ კრიტიკულ ბიოლოგიურ მომენტში – მაგალითად, ჰორმონალური ცვლილებისას – შეიძლება პროცესები გააქტიურდეს და გამოიწვიოს სიმსივნე

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოშიც?

საქართველოში ჯერ კიდევ არ გვაქვს ფართომასშტაბიანი გენომური სკრინინგი, მაგრამ:

• ქვეყანაში თვალსაჩინოა სასქესო ორგანოების, ფილტვის, ნაწლავისა და ძუძუს კიბოს ზრდის ტენდენცია

• პრევენციული კვლევები (მაგ. პაპ-ტესტი, მამოგრაფია, კოლონოსკოპია) ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი მთელი მოსახლეობისთვის

• მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვის კვება, ჰორმონალური ჯანმრთელობა, წონა და გარემო პირობები დიდი როლს თამაშობს მომავალში

როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ?

  • საკვების ხარისხი ბავშვობიდანვე – ნაკლები ქიმიური დანამატები, ნაკლები პლასტიკატები, ბუნებრივი საკვები
  • გარემოს კონტროლი – მძიმე მეტალები, ტყვია, დაბინძურებული წყალი და ჰაერი მნიშვნელოვან რისკს ქმნის
  • მოძრაობა და ჯანმრთელი წონა ბავშვობიდანვე – სიმსუქნე ერთ-ერთი მთავარი პროდივაინტი ფაქტორია
  • მემკვიდრეობითი რისკის შეფასება – ოჯახის წევრებში არსებული სიმსივნის ისტორია უნდა გახდეს გამაფრთხილებელი სიგნალი

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

ეს კვლევა მკაფიო გზავნილია: კიბოს არ ვიწყებთ 40 ან 50 წლის ასაკში – ის შესაძლოა ჩუმად ვითარდებოდეს ბავშვობიდან. ეს არ ნიშნავს შიშს, არამედ – გონივრულ პრევენციას. ჯანმრთელობა ყალიბდება ადრეულ ასაკში და მასზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ბავშვების კვებიდან, განათლებიდან და გარემოზე ყურადღებით.“

წყაროები:

1. Sciences et Avenir. 22% des mutations menant au cancer apparaissent parfois dès l’enfance. 2024

2. Pan-Cancer Analysis of Whole Genomes Consortium, Nature, 2024

3. WHO – Cancer Prevention and Early Detection, 2023

4. American Cancer Society – How Cancer Starts, 2022

პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

სრულად წაკითხვა