შოლე: „საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზეა“

1 week ago 14

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია:

„საქართველო გარდამტეხ მომენტშია. ჩვენ ვწუხვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზეა. ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შანსი, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს.“

დერეკ შოლემ ამ ტექსტით გააზიარა ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენს პოსტი, რომელიც პარლამენტარ არჩილ თალაკვაძესთან საუბარს ეხებოდა.

„დღეს ვუთხარი არჩილ თალაკვაძეს, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგაავრთ. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროპისკენ მიმავალი გზა განაგრძოს პარტნიორებთან, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან მუშაობით,“ — წერს ო’ბრაიენი.

აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოდა შოლეს კრიტიკული განცხადებები საქართველოში რუსული კანონის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, რასაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ცინიკური განცხადებით უპასუხა, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს ნიუ-იორკში სტუდენტების აქციების დაშლის ძალადობრივ მეთოდებზე მიუთითა.

ფოტოზე: დერეკ შოლე. ფოტო: BAY ISMOYO/AFP via Getty Images

სრულად წაკითხვა