შსს აქციაზე მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს

2 weeks ago 20

შინაგან საქმეთა მინისტრო პარლამენტის შენობასთან მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე. მას კითხვა რადიო თავისუფლებამ დაუსვა.

„რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების წახალისებას, თქვენ კარგად ხედავთ, რომ ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში პოლიცია ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს. არიან ქუჩაში ეს ადამიანები და საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა...

ეს ის ადმაინები არიან, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისთვის და უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება ზოგადად წახალისებას, სამინისტრო იყენებს, ამ საშუალებებს იმისათვის, რომ იმ ადამიანების შრომა დაფასდეს, ვინც ამ შემთხვევაში ზეგანაკვეთურად და ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ. მათ სჭირდებათ შესფასებლად“, - განცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მინისტრმა არ უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, კონკრეტულად რა თანხით ან რა პროცენტული დანამატია გათვალისწინებული აქციაზე მომუშავე პოლიციელებისთვის, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ.

მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს.

სრულად წაკითხვა