საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ძალადობის“ ფაქტს იძიებს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა და გამოცემა „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის დასრულების შემდეგ მას თავს დაესხა.
„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული იცნების” მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე“, – დაწერა მთივლიშვილმა „ფეისბუქზე“ 9 მაისს. „სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!“
სავარაუდო ინციდენტს წინ უძღოდა გადაცემა „ღია სივრცე“, რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეხებოდა. მთივლიშვილმა და მარგებაძემ, გარემოს დაცვის ექსპერტ დავით ჭიპაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გადაცემაში და ცხარე კამათში ჩაერთნენ.
მარგებაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი გამოიწვიეს და უარყო „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი. „დასრულდა ეთერი, გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე. დაგასწარი“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“. „ჰესები? დიახ! რაც შეიძლება მეტი ჰესები ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!!!“ მარგებაძე ასე უთხრა მთივლიშვილს, რომ პოლიტიკური პარტიის იარლიყი „პროვოკატორ დედაშენს მიაწეპე შუბლზე“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
This post is also available in:

1 day ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·