40
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა-ბასილაია შავგულიძე, კესო დეკანოიძის (რომელიც რამდენიმე დღის წინ იპოვნეს გარდაცვლილი) საქმეზე, შსს-გან შემდეგ კითხვებზე ითხოვს პასუხს:
- რა არის კესოს სიკვდილის წინასწარი მიზეზი?
- ჩატარდა თუ არა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა?
- როდის ჩატარდა?
- რა დაადგინა ექსპერტიზამ?
- არის თუ არა სხეულზე დაზიანებები?
- რა ხასიათისაა დაზიანებები?
- არსებობს თუ არა დახრჩობის ნიშნები?
- შეიძლება თუ არა დაზიანებები სიცოცხლის დროს იყოს მიყენებული?
- დადგენილია თუ არა სიკვდილის სავარაუდო დრო?
- ემთხვევა თუ არა სიკვდილის დრო კესოს დაკარგვის პერიოდს?
- იყო თუ არა სისხლში ალკოჰოლი, ნარკოტიკული ან სხვა ნივთიერება?
- ასევე: ზუსტად სად იპოვეს?
- სად დაიკარგა კესო?
- რა მანძილია ამ ორ ადგილს შორის?
- ზღვის დინების გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა ცხედარს დაკარგვის ადგილიდან იქამდე მისვლა?
- ჩატარდა თუ არა ზღვის დინებების ექსპერტიზა?
- რამდენ ხანს შეიძლება ყოფილიყო სხეული წყალში?
- ჰქონდა თუ არა ტანსაცმელს დაზიანებები?
- ჰქონდა თუ არა სხეულს უცხო პირის DNA?
- იპოვეს თუ არა ფეხსაცმელი, ჩანთა, ტელეფონი ან სხვა ნივთები?
- სად იპოვეს მისი ტელეფონი
- ასევე: ვისთან ჰქონდა კესოს ბოლო კომუნიკაცია?
- ვის დაურეკა ბოლოს?
- ვინ დაურეკა მას ბოლოს?
- ვისთან ჰქონდა ბოლო მიმოწერა?
- რომელ საათზე ჰქონდა ბოლო ინტერნეტ აქტივობა?
- სად დააფიქსირა ტელეფონმა მისი ბოლო ლოკაცია?
- არსებობს თუ არა CCTV ჩანაწერები?
- რომელ მანქანებთან ან ადამიანებთან დაფიქსირდა კესო?
- ვინ ნახა ცოცხალი ბოლოს?
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
გისმენთ!
საერთაშიროსო alia.ge