შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

2 hours ago 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს.

ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის კაცი წარსულში ნასამართლევია:

მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს. გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში”- წერს უწყება.

სრულად წაკითხვა