შსს იწყებს აქციის სრული მასშტაბით დაშლას – საია

3 weeks ago 9

48

საია განცხადებას ავრცელებს და შსს-ს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს:

,,სიცრუა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (00:37), რომ აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანად გამოხატავს თავის პროტესტს, რაც ნიშნავს იმას, რომ საპოლიციო ძალებს არ აქვთ აქციის დაშლის უფლება.

ეს განცხადება და უკვე გამოყენებული წყლის ჭავლი გვარწმუნებს, რომ შსს იწყებს აქციის სრული მასშტაბით დაშლას.

იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის 28-29-30 ნოემბრის აქციის დარბევა ფართომასშტაბიან ძალადობაში გადაიზარდა და შედეგად მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანება გამოიწვია,

მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა, შეწყვიტონ რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი დანაშაულის ორგანიზება და განხორციელება.”

სრულად წაკითხვა