შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს – სად არის გადაყვანილი აქტივისტი

14 hours ago 2

შსს ლექსო სამხარაძის დაკავებას ადასტურებს – როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აქტივისტს გუშინ სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ცნობით სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ალექსანდრე სამხარაძე პროცესს არ დასწრებია. განაჩენი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაუსწრებლად გამოიტანა.

*თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა*. 

*ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების  მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დაკავეს.*

*ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების”, – წერია შსს-ს განცხადებაში. 

ცნობისთვის, თავდაპირველად ლექსო სამხარაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტივისტის მეგობრებმა გაავრცელეს.

სრულად წაკითხვა