შსს-მ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

2 weeks ago 21

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება 23:15 საათისთვის კვლავ დაიძაბა. პოლიციამ მოქალაქეების დაკავება ჩიტაძის ქუჩაზე განაახლა.

როგორც ერთ-ერთი პოლიციელი ტელეკომპანია პირველის ეთერში აცხადებდა, მათი მისამართით მოქალაქეები ბოთლებს ისროდნენ, თუმცა კადრებში ჩანდა რომ პლასტმასის ბოთლებს მოქალაქეების მიმართულებით პოლიციელებიც ისროდნენ.

აღნიშნულის შემდეგ წინა პლანზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადმოინაცვლეს და წიწაკის სპრეის შემდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აღნიშნულს წინ არ უძღოდა გაფრთხილება.

შედეგად, აქციის მოანწილეებს ჩიტაძის ქუჩის დატოვება მოუხდათ, თუმცა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს რუსთაველის გამზირის მიმართულებითაც, რის გამოც მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც კვამლი გაიფანტა ადამიანები კვლავ რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან.

სრულად წაკითხვა