შსს–მ შაიშმელაშვილის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ოღონდ, არ იცის, იძებნება, თუ არა

1 week ago 12

2

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი “გეკას” ბრიფინგიდან გახდა.

 რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს რომელთა მიმართაც დაწყებულია დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია, მას ბრალად ედება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება” –  თქვა გელაძემ.

“გეკა” ამტკიცებს, რომ არ იცის, ძებნა გამოცხადდა, თუ არა, შაიშმელაშვილზე, რადგან ეს მისი პრეროგატივა არაა.

ბრიფინგიდან გაირკვა ისიც, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი დააკავეს.

მისი ცნობით, საქმეზე ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.

სრულად წაკითხვა