შსს: პოლიციამ რუსთველის საპროტესტო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა

1 day ago 2
Interior Ministry reports on the detention of an individual carrying a firearm at the Rustaveli protest. Source: Screengrab from MIA's footage, police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-მ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა