შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ბათუმის აეროპორტში დააკავეს

2 weeks ago 27

მამაკაცი, რომელსაც მისი ნათესავის, აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ივლისს გაავრცელა მას შემდეგ, რაც მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული თურქეთში დააკავეს.

მართალია შსს-მ არ დააკონკრეტა, განხორციელდა თუ არა ოფიციალური ექსტრადიციის პროცედურები, მან აღნიშნა, რომ ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან „მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა“. სამინისტრომ ასევე არ დაასახელა დაკავებულის ვინაობა, თუმცა მოგვიანებით „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ის ემინ ალიევი იყო, აზერბაიჯანელი მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი თბილისში.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა