The GD Tbilisi City Mayor Kakha Kaladze(left), GD Minister of Internal Affairs of Georgia Sulkhan Tamazashvili (in center) and GD Prime Minister Irakli Kobakhidze(right) on Police day.
Photo: Ministry of Internal Affairs/Facebook.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა.
შსს-ს ინფორმაციით, „სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს“.
სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას, განაცხადა შსს-მ.
საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ „იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში“.
This post is also available in:
Read Next
22/05/2026 - 12:15
პროკურატურა აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შეიჭრა, „რელიგიური შეუწყნარებლობის“ მოტივით მოქმედებდა
20/05/2026 - 16:24
საპატრიარქოს ეზოში მანქანით შეჭრის გამო მამაკაცი დააკავეს
18/05/2026 - 15:11
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის „სისტემური მონიტორინგის“ მიზნით შსს-ში სპეციალური სამმართველო შეიქმნება
15/05/2026 - 16:45
ესპანეთმა კრიმინალური დაჯგუფების 13 წევრი დააკავა, მათ შორის „ქართული წარმოშობის“ ქურდები
15/05/2026 - 13:49
ინტერპოლის წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის ძებნილი პოლონეთის და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
13/05/2026 - 16:31

2 weeks ago
24







English (US) ·
Georgian (GE) ·