შსს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მორიგ გაფრთხილებებს ავრცელებს

2 hours ago 3
Protesters in front of the parliament on December 19, 2025. Photo: Nini Gabritchidze/Civil.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მორიგი გაფრთხილებები გაავრცელა, რომელთა თანახმადაც შეკრების მონაწილეებმა პროტესტი საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში უნდა გამოხატონ და „არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება“.

შსს-მ განაცხადა, რომ 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ „საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს“. სამინისტრომ ასევე დააზუსტა, რომ შეკრების დროს ადგილი არ უნდა ჰქონდეს მსვლელობას.

ბოლო დღეებში პოლიციის თანამშრომლებმა პირადად გააფრთხილეს მომიტინგეები და მოგვიანებით, 17 დეკემბერს, მათ პარლამენტის წინ მდებარე ტროტუარიდან დაშლა უბრძანეს, თუმცა მომიტინგეები გაფრთხილებებს უგულებელყოფენ. ფეხით მოსიარულეთა ზონებზე დაწესებული უახლესი შეზღუდვების დარღვევის გამო ჯერ არავინ დაუკავებიათ.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა