2
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● პირადი დაცვის ერთი წევრი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.
● პირადი დაცვის მეორე წევრი – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად.
● პირადი დაცვის მესამე წევრი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.
● შსს ჩააბარა ადამიანს, რომელსაც თალიბანი პიროვნება ეგონა.
● ჯანდაცვის მინისტრად პირადი სტომატოლოგი დასვა.
● იგივე პოსტზე კაცი წარადგინეს, ერთადერთი რეგალიით – “იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში”.
● ახლა ჯანდაცვას იურისტი მართავს, ამ მიმართულების ნულოვანი ცოდნით.
● განათლების მინისტრად დანიშნა კაცი, ვინც წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულებას კურირებდა.
● თავდაცვის ერთი მინისტრის პირად ცხოვრებაზე ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში იჭორავა და გაკიცხა.
● მეორე თავდაცვის მინისტრი ტვინის შერყევით ციხეში ჩასვეს და სხვისი ჩაშვების ხარჯზე, უკვე მალე გამოვა.
● მოქმედი მინისტრი – ნაცების ყოფილი მაღალჩინოსანი და დიფსთეითის (UNDP, USAID) ყოფილი თანამშრომელია.
● ერთი კულტურის მინისტრი ყველაზე ბილწი ენის პატრონი და უკულტურო ქალი გახლდათ.
● მეორე მინისტრი – 45 000 ლარიანი ჩანთებით დადიოდა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში. ტვიანიანი ვარო ამბობდა.
● ახლა საერთოდ, იურისტს და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჩააბარა ეს სფერო.
● თბილისის მერად ჯერ ის კაცი დასვა, ვინც საკუთარ სოფელშიც ვერ მოიგო არჩევნები. (სოფელი კოკი)
● ამის მერე და დღემდე, სამტრედიელი ფეხბურთელი მართავს ქალაქს.
● პრეზიდენტად ის კაცი შეარჩია, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს.
● პრემიერ-მინისტრებიდან ორი გამქრალია, მესამე გაქცეული.
● ორგზის პრემიერმა ჯერ ათონის მთაზე დეტოქსი განიცადა და ახლა ციხეში ზის.
● სუსის ერთი უფროსი ელისაშვილს ჰყავს მაგრად გატყეპილი.
● სუსის უფროსებს წელიწადში ორჯერ ცვლის.
● ამათ ყველას ერთი ოლიგარქი დაატარებს წინ და უკან.
მერე გვიკვირს, რატომ არაფერი ეშველა ქვეყანასო.
საერთაშიროსო alia.ge