შსს: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 7 პირია დაკავებული

2 weeks ago 11

შსს-ს განცხადებით, დღეს ჩატარებული ჩხრეკები ოპოზიციურ პარტიებშა და აქტივისტების სახლში უკავშირდება გამოძიებას ჯგუფური ძალადობის შესახებ. უწყების მტკიცებით, სახლების ჩხრეკები, სასამართლოს განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა.

ამასთან ერთად, შსს ამბობს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.

ამავე საქმის ფარგლებში, პოლიციამ დააკავა 7 პირი — 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ.

სავარაუდოდ (დაკავებულთა ინიციალების მიხედვით), მათ შორისაა ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე.

სრულად წაკითხვა