“მეომარ” ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული, ტყუილია! ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა, – ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ განაცხადა.
ომის ვეტერანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაშია დაბარებული.
მისი თქმით, გია ბარამიძის მიზანი იყო, რომ “უცხო, ჩრდილოეთ ქვეყანა გაბედნიერებულიყო”.
“ეს არის მარტის შემოტევების შემდგომი დღეები, ორი კვირა გუდაუთაში მომიწია ყოფნა. ცოცხალი 300 ადამიანის გაცვლა მოხდა. როდესაც ეს საშინელება დასრულდა, ბარამიძე ჩამობრძანდა და ინტერვიუში თქვა, რა სირთულეები გადახდა. ინტერვიუს შემდეგ, როდესაც პასუხი მოვთხოვეთ, რომ “ნამუსი საერთოდ არ გაქვს?“, მან მიპასუხა: „მე კარიერისთვის მჭირდება, თქვენ უბრალო ხალხი ხართ, არაფერში არ გჭირდებათ ეს“ და „თუ შეიძლება, დავიბრალოო“. დაიბრალა და მას შემდეგ დადიოდა და იძახდა – “მე ვცვლიდი ტყვეებსო“. როგორც ომობდა, ისე ცვლიდა.
ორივე შემთხვევაში იყო ბუტაფორია. ცხოვრებით ბუტაფორიაა და იქაც ბუტაფორია იყო, აფხაზეთში.
ეს განცხადება ემსახურება უცხო, ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას, მეტი შეფასება არ არსებობს. თან არანაირი სინანული! წინა ხაზზე არ ყოფილა, ერთი ღამეც არ აქვს სანგარში გათენებული. “მეომარ” ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული, ტყუილია! ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა.
მიზანი ერთია, გააბედნიეროს სეპარატისტული მთავრობა. რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული, იმიტომ, რომ ქართველები ჩავდიოდით და ვხვრეტდით აფხაზებს, ხოლო აფხაზები რუსული დისციპლინით გამოირჩეოდნენ, რაც სიკეთეს ნიშნავს, ქართველობა კი ბოროტებას. მეოთხე დღეა და არ ნანობს, ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია, „ეს რა ვთქვიო“.
თვითმხილველია თუ ჭორიკანაა, უნდა ვიცოდეთ. დაადოს ხელი მხვრეტავ ადამიანებს! ვეკითხები – მე დამიხვრეტია ვინმე? ან სხვა მეომრებს, ნებისმიერ მოვლენას დაადოს ხელი და განაცხადოს, რომ ეს ადამიანი ხვრეტდაო.
შემდეგ უარი თქვა “ჯარი არა და ხალხი ხვრეტდაო” – უარესი თქვა! ხალხი ხვრეტდაო, ანუ აფხაზეთის მოსახლეობა დააყენა ახლა დარტყმის ქვეშ! სისულელეს სისულელეს უმატებს!
ომი ნანახი აქვს მხოლოდ და მხოლოდ კინოთეატრებში. მრჩეველი არ ჰყავს რომ
უთხრას – “გაჩუმდი შე ნაძირალაო”, რომ გაუბედოს.
ადამიანი, რომელმაც დსთ-ში თავისი, ბოლო ხელით შეიყვანა საქართველო, მე მომიტრიალდება და „რუსეთის მონას“ მე დამიძახებს. პრობლემა არ აქვს მაგას!
პრობლემა არ აქვს ადამიანს, რომელმაც მკვლელი შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩია, ხაჩიშვილი. შუბლზე და არსად ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს”, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.(ინტერპრესნიუსი)
საერთაშიროსო alia.ge