“ჩაატარეთ გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე” – CoD-ის წევრი ქვეყნები “ოცნებას”

4 days ago 3

“დემოკრატიათა თანამეგობრობის” მმართველი საბჭოს წევრი ქვეყნები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და ბოლო საარჩევნო პროცესის გამო.

“დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართველი საბჭოს ხელმომწერი წევრები იყენებენ ამ შესაძლებლობას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობისა და მისი მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზე, ისევე როგორც ერთგულებაზე, ასევე დაუბრუნდეს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს და ჩაატაროს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება დაფიქსირებული დარღვევების შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და მის წინ”, – აღნიშნულია CoD-ის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა