3
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ თავის დროზე ეს ადამიანები რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს…
ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას და რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის გენერირებას ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა. მინდა, მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. ჩვენ, თავისთავად, ჩვენი მხრივ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში”