ჩაი ჩვენი ქართული

2 months ago 32

ჩაი ჩვენი ქართული

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

გაზეთი თბილისი, 26.03.1975

რედაქციისგან: გაზეთი “ თბილისი“ საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.

ისტორიული კონტექსტი

ჩაის კულტურა საქართველოში ახალი არ არის, ის ჯერ კიდევ 19 საუკუნეში შემოიტანეს და დარგეს. 1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, ჩაის წარმოებას განსაკუთრებული ყურადღება მიეცა, მათ შორის, აშენდა სსრკ-ში ერთადერთი სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი, რომელშიც შემდგომში გამოიყვანეს ახალი ჯიშები „ქართული 1“, „ქართული 2“, „კლონი“, „კოლხეთი“.  1983 წლისთვის, საქართველოში ჩაის 65.5 ათასი ჰექტარი მიწა ეკავა და რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში წარმოადგენდა ჩაის მთავარ და ერთადერთ მწარმოებელს.

დროთა განმავლობაში, წარმოების გადიდების მოტივით, ხშირად, ჩაიში ურევდნენ სხვადასხვა მინარევებს, რითაც საერთო ჯამში ზიანდებოდა  არამხოლოდ პროდუქტი, არამედ მთლიანად ქართული ჩაის რეპუტაცია.

ჩაი ჩვენი, ქართული

დღეიდან 30 მარტამდე საქართველოში ეწყობა ჩაის კვირეული, რომელიც მთავრდება ტრადიციული დღესასწაულით „ჩაის დღით“. ჩაის, როგორც სიმხნევის სასმელს, ბადალი არ მოეპოვება. მასში კარგად არის შერწყმული შესანიშნავი საგემოვნო და სასარგებლო თვისებები.

ჩაის შეუძლია გააცხოველოს საუბარი, შექმნას გულითადობისა და უშუალობის ატმოსფერო, დაამშვიდოს ადამიანი. ამიტომ შემთხვევითი არ არის რომ უკანსკნელ წლებში ტრადიციად იქცა ჩის ზეიმის მოწყობა მთელს ჩვენს რესპუბლიკაში. ჩაის სახლი ამ სასმელის პროპაგანდისა და პოპულარიზაციის ცენტრია და უკვე ცხრა წელიწადია ღირსეულად უძღვება კიდევ ამ საქმეს. ყოველდღე მოდიან აქ თბილისელები, სტუმრები, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, საზღვარგარეთიდან. სვამენ სურნელოვან ქართულ ჩაის, ეცნობიან მისი მოყვანის ისტორიას, იღებენ კონსულტაციას ჩაის შენახვის, დაყენების, სმის შესახებ, ათვალიერებენ ჩაისადმი მიძღვნილ სტენდებს.

წლეულს განსაკუთრებით ფარდოთ ეწყობა ჩაის კვირეული რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის კაფეებში, რესტორნებსა და სასადილოებში.

ჩაის კვირეულის დასკვნით დღეს, 30 მარტს, ჩაის სახლში გაიმართება სადღესასწაული საღამო დევიზით: „ვადიდოდთ ჩაი და მეჩაიეთა შრომა“. სტუმრად იქნებიან ცნობილი მეჩაიეები, სპეციალისტები, მეცნიერებისა დ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, სამამულო ომის ვეტერანები.

კვირეულის დღეებსი როგორც ჩაის სახლში, ისე მაღაზიებში გაიყიდება ლამაზი შეფუთული სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჩაი, საგანგებოდ გაფორმებული სასაჩუქრო ნაკრებები.

გაერთიანება „საქჩაი“

სრულად წაკითხვა