ჩარკვიანი და სამადაშვილი რუსული კანონის განხილვიდან გააძევეს

2 weeks ago 17

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსული კანონის განხილვისას პლენარული სხდომის დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები — თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი — გააძევა.

ჩარკვიანი სიტყვით გამოსვლისას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევაზე საუბრობდა, რის გამოც პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა. ამის შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა სხდომაზე ყვირილი დაიწყო, რათა მისი ნათქვამი ყველას გაეგო. პაპუაშვილმა ის რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა, სხდომიდან გააძევებდა.

„არ მოგცემთ აქ მიტინგის ჩატარების საშუალებას,“ — უთხრა მან ჩარკვიანს და მანდატურებს მოუწოდა, დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.

რამდნეიმე წუთის შემდეგ, პაპუაშვილმა იგივე მიზეზით გააძევა დარბაზიდან სალომე სამადაშვილიც, რომელმაც სიტყვით გამოსვლა კრემლის იდეოლოგის, პროპაგანდისტ დუგინის შესახებ საუბრით დაიწყო.

სრულად წაკითხვა