ჩვენ ქვეყნებს [აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს] ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი ოდესმე ყოფილა ცნობილი. ორ მსოფლიო ომში ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ ტირანიის ძალების დასამარცხებლად. დღეს, როცა ტირანია კიდევ ერთხელ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შევაკავოთ აგრესია და უზრუნველვყოთ მშვიდობა.
თქვა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ უინძორების სასახლეში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიღებისას.