ჩასაფრება მოგვიწყვეს, გვცემეს, ყბის მოტეხილობა მაქვს – ერეკლე ლოლაძე

2 weeks ago 6

“ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის” დამფუძნებელი, ერეკლე ლოლაძე, რომელიც ძმასთან ერთად 30 ნოემბრის ღამეს, პროევროუპულ საპროტესტო აქციაზე სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა დღეს კლინიკიდან გაწერეს. მას ორივე ყბის მოტეხილობა აქვს და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდი სახლში უნდა განაგრძოს.

ერეკლე “პირველებთან” კიდევ ერთხელ იხსენებს დაკავებისა და მასზე ძალადობის ეპიზოდს:

ჩასაფრებასავით მოაწყვეს და იქიდან ამოვიდნენ ნიღბიანები. მე და ჩემი ძმა ვიყავით ერთმანეთთან ახლოს და არ გავიქეცით, დაგვაცალკევეს  და ისე გვცემს. ცოტა ქვემოთ ჩემი ძმა გამოიყვანეს. წაქცეულზეც მირტყამდნენ. პირველი წაქცევის შემდეგ, მოწოდება იყო რომ ხელები უკან წაგვეღო, ხელები დაგვიჭირეს და წიწაკის სპრეი მოგვატარეს სახეზე. ძირითადად სახეზევე გვირტყამდნენ, როგორც კი წავიქცეოდით ტანზე გადაიდნენ. ფეხით, ხელით ვის როგორ მოუხერხდებოდა ისე. მერე ხმა გვიგე, კამერებია და გავჩერდეთო, იქით მივხედოთო აქ ეყოფაო. ამ დროს თქვენი ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია მახსოვს, როგორც გავაცილე იქ რობოკოპების ზოლი იყო და იქ მოგვიწყვეს კორიდორი. სწრაფი კორიდორი არ იყო, აქეთ იქით გვითრევდნენ საცემად. დაახლოებით 5-5 კაციანი ჯგუფი 10-15 წუთი, მაინც გვცემდნენ. მაქვს ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა ”, – ამბობს ერეკლე ლოლაძე.  

სრულად წაკითხვა