“გამგზავრება საქართველოდან, ჩაფრენის ადგილი – თავისუფლება” – ამ შინაარსის ბილეთების ფორმის პლაკატებით ხალხის პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის წარმომადგენლები უერთდებიან. ისინი ამ წუთებში მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან და გზად ევროკავშირის ჰიმნსაც ასრულებენ.
სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა ეკონომიკას დაარტყამს. შეკრებილები გმობენ ხელისუფლების რეპრესიებსაც.