WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის მოსკოვში ჩასვლა რთულია, რადგან იქ ბევრი უკრაინული დრონია. ამის შესახებ მან ანკარაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის იდეა უარყო.

„ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პუტინს ვესაუბრე იყო ის, თუ სად ისურვებდა შეხვედრას. მან მითხრა, რომ მოსკოვში იდეალური იქნებოდა. მე ვუთხარი, რომ ეს იდეა უბრალოდ არ მუშაობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა: „ჩახვიდოდით მოსკოვში?“

„ეს რთულია. იქ ბევრი უკრაინული დრონია“, – უპასუხა ზელენსკიმ.