ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად შეიძინა ჟოაო პედრო „ბრაიტონისგან“. ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაჯდა, ხოლო კონტრაქტი 2032 წლამდე გაფორმდა.
ცნობისთვის, 23 წლის ბრაზილიელი ფორვარდით „ნიუკასლიც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ „ჩელსიმ“ კონკურენტს სატრანსფერო ფასით აჯობა.
პედროს სხვადასხვა დროს ფლუმინენსეს, ბრაიტონის და უოტოფრდის რიგებში უთამაშია - კარიერულად ახალგაზრდა ფორვარდს ჯამში ჩატარებულ 215 მატჩში 64 გოლი და 20 საგოლე გადაცემა აქვს.