ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე იგეგმება ფიზიკური თავდასხმა- დავით ჯანჯალია

2 weeks ago 15

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის თეიმურაზ ჯინჯოლიას შვილი აცხადებს, რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე იგეგმება თავდასხმა მას შემდეგ, რაც მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. 

“ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მომივიდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე იგეგმება ფიზიკური თავდასხმა. ეს შესაძლოა მოხდეს სადარბაზოსთან, აქციაზე, თუ სხვა გარემოებაში.

მამამ – თეიმურაზ ჯანჯალიამ დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. კაცმა, რომელმაც საკუთარი ცხოვრების 26 წელიწადი შესწირა  ქვეყნის სამსახურს, რომელსაც ყოველთვის გულწრფელად სჯეროდა, და დღესაც სჯერა, რომ ქართველი ერი იმსახურებს იმ მომავალს, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა- ფშაველა თუ გიორგი მაზნიაშვილი. 

ჩემი ოჯახი ყოველთვის მყარად იდგა ნამდვილ ქართულ ღირებულებებზე და ჩვენ ყველანი აღვიზარდეთ ისეთი გმირების საქციელებსა და მაგალითებზე, როგორებიც იყვნენ მარო მაყაშვილი, დავით აღმაშენებელი, იუნკერი შალვა ერისთავი თუ გურამ გაბესკირია!

თუ რაიმე მოხდა, მსურს რომ წინასწარ გაგაჩნდეთ მოცემული ინფორმაცია, რადგან ჯანჯალიები არასოდეს დავხრით თავს – მითუმეტეს ჩვენი სამშობლოს და შესაბამისად პირადი მოსისხლე მტრის, რუსეთის წინააღმდეგ და თუკი რაიმე მოხდა, სანამ იმედი და ბოზ-პოსტვ ააგორებენ რაიმე მარაზმატიკულ ბოდვას ჩემი ან ჩემი ოჯახის “კრიმინალობის” თუ “ტერორისტობის” შესახებ, თქვენ უკვე ფლობთ ავთენტურ ინფორმაციას პირადად ჩემგან.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალიამ თანამდებობა 1 დეკემბერს დატოვა მიმდინარე მოვლენების გამო.  მას საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

სრულად წაკითხვა