2
ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვების პასუხად, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ხსნიდა, რა განსხვავებაა ოფიციალურად სასამართლოსა და პარლამენტს შორის, რომ სასამართლო კი ცუდია, ძალიან ცუდიც, მაგრამ მას ოფიციალურად არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, განსხვავებით პარლამენტისგან. რის შემდეგაც, ეთერში პარლამენტის ლეგიტიმაციაზე დაისვა კითხვა.
ნიკა გვარამია:
-მართალია მურუსიძის სასამართლო მართლმსაჯულების გარდა ყველაფერს ახორციელებს, მაგრამ ლეგიტიმაციის პრობლემა, ფორმალური თვალსაზრისით, არ აქვს. საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ორგანო არ არის. მურუსიძის სასამართლო არის ცუდი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არალეგიტიმურია, საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია, ის არავის უცვნია.
დიანა ტრაპაიძე:
ანუ, არააღიარებაზე როცა ლაპარაკობთ… მხოლოდ თქვენს მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულ ორგანოებს.
ნიკა გვარამია:
სასამართლოში რომ გამოგიძახონ, არ მიხვალთ?
დიანა ტრაპაიძე:
აუცილებლად მივალ.
ნიკა გვარამია:
და პარლამენტის ლეგიტიმაციასთან როგორია თქვენი დამოკიდებულება?
დიანა ტრაპაიძე:
ნუ, სადაო ლეგიტიმაციისა, ვინაიდან მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიაა იქ წარმოდგენილი. თქვენს მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებამ აქცია ის სადაოდ.
ნიკა გვარამია:
საკუთარ თავს ხომ არ შეედავებით? თქვენთვის როგორია ეგ მითხარით.
დიანა ტრაპაიძე:
ჩემთვის სადაო ლეგიტიმაციის, მოდი ასე ვიტყვი.
ნიკა გვარამია:
სადაო როგორ? საკუთარ თავს ედავებით? ეგ ვერ გავიგე. ანუ, თქვენთვის ლეგიტიმურია პარლამენტი, რომლის შედეგები არავინ ცნო? არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით არც ერთმა პოლიტიკურმა აქტორმა?
დიანა ტრაპაიძე:
ქვეყნის გარეთ აღიარეს ახლა ვიღაცეებმა.
ნიკა გვარამია:
ნუ, ვიღაცეები რა, ჰამასი თუ არის რამე წონის..
დიანა ტრაპაიძე:
თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, სლოვაკეთი…
ნიკა გვარამია:
არც ერთი ეს ქვეყანა არ არის კლასიკური დემოკრატია.
დიანა ტრაპაიძე:
ჩინეთი…
ნიკა გვარამია:
ეს საკითხი ჩემთვის არ არის მნიშვნელოვამი, იმედია, სადაოს თქვენთვის ჩინეთის აღიარება არ ქმნის და შეიძლება რამე სხვა არგუმენტი გაქვთ პარლამენტის ლეგიტიმაციის…