WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა ის, რაც ჩემთვის სადღეგრძელო კი არა ჩემი არსებობის საფუძველია.

ძალიან ვამაყობ ჩემი აურაცხელი მომხრით, რომელთაც იციან და თავისი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ ერთგულება და მეგობრობა არ იყიდება, პოლიტიკური პოზიცია არ იყიდება, თავისუფლება არ იყიდება, სამშობლო და მისი ტერიტორიები არ იყიდება და არაფერზე იცვლება, თქვენ ვერავინ დაგაკნინებთ. სწორედ თქვენით უდგას ამ ქვეყანას კიდევ სული, სწორედ თქვენი არსებობა და იდეალიზმი მაძლებინებს.

ასევე მინდა ყველას მოვუწოდოთ არ დავეშვათ ზოგიერთი ოპოზიციონერის დონეზე და ნაკლები ემოციით ვუპასუხოთ. ცალკე რომ გავწიოთ ზოგიერთი ანგაჟირებული ფიგურა, ენმ-სგან წასულ ძირითად ბირთვთან, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კოორდინირება და ერთმანეთთან მისასვლელი გზა უნდა დავიტოვოთ დიდი ბრძოლების წინ. ძალა ერთობაშია!“