“ჩემი 15 წლის შვილი 12-მდე პოლიციელმა სცემა” – კიდევ ერთი სისასტიკე თბილისში

2 weeks ago 7

საქართველოს მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის არასრულწლოვან შვილს 12-მდე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდი ჟვანიას კლინიკაშია გადაყვანილი.

ეს ჩემი 15 წლის შვილია! გადაყვანილია ჟვანიას კლინიკაში! როგორც თვითონ ამბობს, 12-მდე პოლიციელმა სცემა! არ ვეძებ არავითარ სამართალს ქვეყანაში, რადგან ვიცი, არ არსებობს! როგორ გამოიძიებთ, ისიც ვიცი! უბრალოდ ყველა ამ რეჟიმის მხარდამჭერს გპირდებით, იმ პასუხს მიიღებთ, რასაც იმსახურებთ!” – წერს ის

სრულად წაკითხვა