WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

17

საბავშვო ბაღის აღსაზრდელის კიდევ  მშობელი, სოციალურ ქსელში, წერს, რომ გუშინ, ბაღში მისი შვილიც მოიწამლა:

ჩემი 3 წლის შვილი თბილისის 31-ე საჯარო ბაღიდან დაბრუნების შემდეგ გახდა ცუდად, დაეწყო ღებინება, სისუსტე, მისი მდგომარეობის გამო სასწრაფოდ მომიწია კლინიკაში გადაყვანა. ამ წუთშიც საავადმყოფოში ვიმყოფებით.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ კლინიკაში მხოლოდ ჩემი შვილი არ არის — აქ არიან სხვა ბავშვებიც, მათ შორის სხვადასხვა ბაღიდან, მსგავსი სიმპტომებით. ეს უკვე ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს და შესაბამისი უწყებების ყურადღებას საჭიროებს.

მინდა ვიცოდე, რა მოხდა ბაღში.
❗️საიდან იყო მოტანილი პროდუქტი?
❗️ვინ მოამზადა საკვები?
❗️როგორ ინახებოდა საკვები?
❗️ბაღში კიდევ რამდენ ბავშვს აქვს მსგავსი სიმპტომები?
❗️დაფიქსირდა თუ არა დღის განმავლობაში ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევები?

არ ვაპირებ საკითხის უყურადღებოდ დატოვებას.

როდესაც მშობელი ბავშვს ბაღში ტოვებს, მას აქვს უფლება იცოდეს, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ არის. 3 წლის ბავშვის კლინიკაში მოხვედრა კი ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, რომელსაც უბრალოდ „გულის აყრად“ ან „კუჭის აშლილობად“ უნდა შევხედოთ.

მოვითხოვ დაუყოვნებლივ განმარტებას და ვითხოვ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ, რა მოხდა.

— პასუხს საჯაროდ ვითხოვ! თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
ერთი სტრუქტურა გვწამლავს, მეორე ამაში ფულს გვახდევინებს საქართველოს მთავრობა ხომ კარგად ხართ?