“ჩემი “ბოლტის“ კურიერი 19 წლის გახდა… ძალიან დიდ ვალში ვარ ჩემს შვილთან…“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

2 days ago 5

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვაჟს, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს და წერს:

“ნი­კუ­შა ახლა რო­მე­ლი­ღაც შო­რე­ულ აზი­ურ ქვე­ყა­ნა­შია (ჩვენც არ გვე­უბ­ნე­ბა რო­მელ­ში) და სწავ­ლობს იქა­ურ ენას. მა­ნამ­დე კარ­გად ის­წავ­ლა ია­პო­ნუ­რი.

სკო­ლა­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად.თბი­ლის­ში “ბოლ­ტის“ კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და თით­ქმის ერთი წელი. აზი­ა­ში ხე­ლახ­ლა წას­ვლის წინ კი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­ხით მო­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლო. (მხო­ლოდ 3-4-ჯერ ისარ­გებ­ლა ავ­ტოს­ტო­პით)

თა­ვის დრო­ზე ნი­კუ­შა, რო­მე­ლიც ნი­კო­ლო­ზო­ბა­ზე და­ი­ბა­და, სა­მე­ბა­ში მო­ნათ­ლეს უკ­რა­ი­ნის და პო­ლო­ნე­თის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტებ­მა, ვიქ­ტორ იუ­შენ­კომ და ლეხ კა­ჩინ­სკიმ (ოღონდ ლეხ­მა თა­ვის ნაც­ვლად, პო­ლო­ნე­თის სე­ი­მის სპი­კე­რი გა­მო­აგ­ზავ­ნა).

მე ძა­ლი­ან დიდ ვალ­ში ვარ ჩემს შვილ­თან. ვიცი რა მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ ასაკ­ში ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამა­ვე დროს ზუს­ტად ვიცი, რომ ძვალრ­ბილ­ში აქვს გამ­ჯდა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მსა­ხუ­რე­ბა, სხვის­თვის დახ­მა­რე­ბა და ამა­ვე დროს ძა­ლი­ან მტკი­ცე ხა­სი­ა­თი აქვს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­ზე ბევ­რად მეტს გა­უ­კე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს. გი­ლო­ცავ დაბ. დღეს ნი­კუშ!“ – წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სრულად წაკითხვა