“ჩემი თვალით ვნახე ორგანიზებული კრიმინალი” – რა მოხდა რუსთაველზე?

2 weeks ago 11

5

ტაბულას რედაქტორი, ლევან სუთიძე:

ჩემი თვალით ვნახე ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ – ბარიკადების უკან მოიმწყვდია აქციის მონაწილეები და გამეტებით, სიძულვილით, ჭყლეტვაში ურტყა. შემდეგ დაედევნა და შური იძია სათითაოდ. რაც გადავიღე, გადავიღე – რაც ვერ გადავიღე, ისიც ბევრი იყო.

არანაირი ცალკეული “სპეცრაზმელის” გადაცდომა ეს არ ყოფილა, რადაც ახლა ამას ასაღებს ივანიშვილი დამფრთხალი გარემოცვა.

ცალკეული პირი როგორ მოიმწყვდევდა ხალხს ალყაში? იყო გამიზნული და ბრუტალური შურისძიება.

ხალხის რეაქცია და რადიკალიზება, რომელსაც თქვენ “არამშვიდობიანს” უწოდებთ გამოიწვია თქვენმა ბელადმა.

რა, არ გამოშტერდით თქვენც, ქართული ოცნების მხარდამჭერებს გგულისხმობთ – არ გამოშტერდით იმაზე, რომ თქვენთვისვე დალაგებული არია ამ პროტოზოა ინფუზორიამ? (“თექვშმეტში” იყო დაგეგმილი არა გარმონი, გაექცა უბრალოდ სიწუწკით).

ხომ დაგპირდათ დავალაგებო, დაალაგა?

სტრატეგიული პარტნიორი დავკარგეთ.

განადგურებული ჰქონდა პოლიტიკური პროტესტი და არსაიდან მოაწყო სწრაფი ესკალაცია.

თქვენ ხომ გამოშტერდით? იმაზე მეტად გამოშტერდა ხალხი და დაიწყო და, მე მეეჭვება რამემ ჩააქროს, ეს აფექტური შეტაკება რეჟიმთან.

რეჟიმს აცვია ეკიპირება, არის მომზადებული – ეს ახალგაზრდები რით იცავენ თავს? მდინარაძე რომ ხაოდა გუშინ, აბა მაშინ პოლიციაც მიუშვებს მომიტინგეებს ფოიერვერკებს თუ არაფერიაო – დებილები ხართ? ფარები და ეკიპირება აქვთ მომიტინგეებს?

ეს პროტესტი არის მშვიდობიანი – იზომება რა ეს ყველაფერი კონტექსტით. ხალხი ადმინისტრაციულ კანონებს იკიდებს ფეხზე, რაც ასეთი სახის გამწვავებისას არის სრულიად ადეკვატური. კამერისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის რომ ხალხს იჭერთ, თქვენივე გამოწვეული რადიკალიზების გამო, თქვენ რა გეკუთვნით კონსტიტუციის დაწვისთვის?

ამიტომ მიჯმეინებულ იქენით ახლა, თუ შეიძლება და უყურეთ როგორ ბოჭავს ივანიშვილის ძალაუფლებას უშუალო დემოკრატია. დედა უტირეთ რა ყველა ალტერნატიულ ინსტიტუტს, ქუჩა ასრულებს ახლა შემაკავებლისა და გონზე მომყვანის ფუნქციებს

სრულად წაკითხვა