ქვემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. უდიდესია ის ტკივილი, რასაც ახლა მათი ოჯახები და სრულიად საქართველო განიცდის.
როგორც ცნობილია, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო და მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან. ის ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, როცა ეს უბედურება მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის ხუთი სართული მთლიანად ჩაინგრა. ორი სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია და ამ კორპუსის 28 მაცხოვრებელი მერიამ სასტუმროებში გაიყვანა.
მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს და ყველას იმედი მიეცა, თუმცა მალევე გავრცელდა სამწუხარო ცნობები. მალევე მაშველებმა ნანგრევებში ჯერ დედა-შვილის ცხედარი იპოვეს, მალევე კიდევ ერთი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს, მოგვიანებით კიდევ ერთი იქ მაცხოვრებელი გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ამჟამად მაშველები 1 მცირეწლოვანს ეძებენ. თეიმურაზ მღებრიშვილმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ცხედარი თაიას დედას, ნინო ჭელიძეს ეკუთვნის.
ნინო ჭელიძე და მისი შვილი, 3 წლის თაია, რომელიც გადარჩადაღუპულთა ახლობლები “კვირის პალიტრასთან“ ნინო ჭელიძეს იხსენებენ.
როგორც ჩანს, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ნინოს სამი შვილი საჯარო სკოლაში წავიდა და ბავშვების წასვლიდან მალევე კორპუსი აფეთქდა. ამ დროს სახლში იყვნენ ნინო, მისი 3 წლის თაია და 7 წლის ნუციკო.
“უკარგესი, უსაყვარლესი ოჯახი ჰქონდათ. მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე. 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე, ძალიან ბედნიერები იყვნენ, ძალიან ლაღები, კარგები და უცებ ყველაფერი თავზე ჩამოენგრათ. ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა მრავალშვილიანი ოჯახის ორი წევრი. სიტყვები არ მაქვს, რა ვთქვა სანუგეშო. თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ამათაც ცოცხალს იპოვიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა საუბედუროდ. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, შვილებს და მთელ საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას”, – ამბობს მომხდარით შეძრული ახლობელი.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის ცხედარი სავარაუდოდ იპოვეს, 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილია. ლალი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა და აფეთქების დროს მასთან ერთად სახლში მისი ტყუპი შვილები იყვნენ.
საბედნიეროდ ტყუპმა დებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს.
“ჩემი მეგობარია ტყუპების დედა, მისი მეუღლე ადრე გადის სამსახურში და ეტყობა დილითაც წასული იყო. საბედნიეროდ ტყუპები მალევე გადმოიყვანეს იქიდან, დედა ვეღარ… ტყუპები ამბობენ, რომ დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა. იხილეთ ვრცლად
The post “ჩემი მეგობარია, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს, დედა ვეღარ – თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა“ – ცნობილია ფონიჭალაში, დაღუპულთა ნაწილის ვინაობა: რას ჰყვებიან ახლობლები? appeared first on TTimes.GE.
ttimes.ge ახალი ამბები