16
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუკა ჟორჟოლიანი, პროკურატურის განცხადებას პასუხობს:
პროკურატურამ დამიბარა დაკითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე, ჩემს სტატუსთან დაკავშირებით, ანუ, წარმოიდგინეთ, რა აბსურდს გიყვებით, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ წერილი დაწერა და მე ჩემი აზრი გამოვთქვი, – ამასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დამიბარეს
100-დან, 10 პროცენტი მაინც მიფიქრია, რომ ღარიბაშვილი ცუდ სიზმრებს ჰყვებოდა, მგონი, ირაკლი კობახიძის სახელი საეჭვოდ კი არა, ძალიან საშიშად დაუკავშირა ამდენ თვითმკვლელობას, სხვა შემთხვევაში პროკურატურა ჩვენ დაკითხვაზე არ დაგვიბარებდა. ჩვენი დაკითხვაზე დაბარება ნიშნავს, რომ პროკურატურა გვეუბნება, ხვალ და ზეგ ამ თემაში ცხვირის ჩაყოფა ვეღარ უნდა გავბედოთ. ჩემი პასუხი რა არის? – ხვალ და ზეგ ამ თემით კიდევ უფრო მეტად დავინტერესდები.
დაკითხვაზე დაიბარეს ყველა ის პირი, რომლებმაც, მგონი, სწორი ვარაუდები და ეჭვები გამოვთქვით. ამან, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი აანერვიულა და გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ თუ ამ თემაზე ბევრს ვილაპარაკებთ, მოგვიწევს დაკითხვებზე სიარული
ჩემი პასუხია – ამ თემაზე გაცილებით უფრო მეტს დავწერ
საერთაშიროსო alia.ge