დაკავებული “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის მეუღლე, ტიკტოკერი სოფო მეფარიშვილი ამტკიცებს, რომ მისი ქმარი მსხვერპლია.
მეფარიშვილი ირწმუნება, რომ მომხდარში მოძალადე არა მისი ქმარი, არამედ კურტანიძის ყოფილი ცოლი ხათუნა მიქაცაძეა.
მე ერთადერთი მოძალადე ვიცი და მას ხათუნა ქვია. ის ჩემზე ძლადობდა პირველ რიგში. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გაბრალებს მამაშენის ძმაკაცს გაყევი ცოლადო. არის თუ არა ეს ძალადობა. ჩემი მეუღლე იყო მსხვერპლი. ხათუნა არ არის დასაცავი”, – განაცხადა მეფარიშვილმა “პირველებთან” სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ბათუმის სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა.