WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქართველი ფიტნესინსტრუქტორი, მარიამ შარმანაშვილი და კინოვარსკვლავ სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი, ერთმანეთს გაშორდნენ.

ამის შესახებ მარიამ შარმანაშვილმა სოციალური ქსელით ამცნო გულშემატკივრებს.

„მეც არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ, რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა. მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვსწლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი. გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს, გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია.

არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, მინდა, იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შედეგად, სრულიად შეგნებულად გადავდგი. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია, მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის. მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო. გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები.. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა…” – წერს მარიამ შარმანაშვილი.