„ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო სიმღერაა… უყურებ შენს ფინანსებს და ვერ ფარავ ბანკის ვალდებულებას, რა უნდა გავაკეთო?! გეკითხებით მათ, ვინც დგახართ და კომენტარებში ჩემზე ხტუნაობთ, მასხარად მიგდებთ, შეურაცხყოფას მაყენებთ და ქვეყნის და ხალხის მოღალატეს

2 days ago 2

მიმდინარე კვირების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა და საპროტესტო აქციებმა, არაერთ სფეროზე, მათ შორის, შოუ-ბიზნესზეც დიდი გავლენა მოახდინა.

შექმნილი პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, ქართველი მომღერლების ნაწილი დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და კონცერტებს აუქმებს.

აღნიშნულ საკითხს, სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეხმიანება. მუსიკოსი მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აკრიტიკებენ მომღერლების იმ ნაწილს, რომლებმაც წინასწარ შეთანხმებულ, კერძო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი არ თქვეს:
„კონკრეტული მოცემულობა მაქვს და კონკრეტული კითხვები, შესაბამისად კონკრეტული პასუხები მჭირდება, ვიღაცების მაგალითები, ამან ის თქვა, იმან ის გააკეთა, არ მჭირდება.
ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ჩემი პროფესიაა, სიმღერა. ვის მოგწონვართ და ვის არა, ეგ აქ მეასეხარისხოვანია.
ამ სიტუაციაში, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ნებისმიერი საახალწლო კონცერტი, მინიმუმ, უადგილოდ მიმაჩნია იმ ვითარებაში, როცა ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებები ცხვირ-პირს ალეწავს ხალხს, მერე აკავებს და განუზომელი რაოდენობის შეურაცხყოფასთან ერთად, ასევე დიდ ჯარიმებს აკისრებს.
ახლა მაქვს ასეთი მოცემულობა, ჩემს ანგარიშზე არსებული თანხა ვერ ფარავს ჩემს საბანკო ვალდებულებას, მაქვს რამდენიმე კერძო (რესტორანი) შეთანხმებული ღონისძიება (არჩევნებამდე შეთანხმებული) რამდენიმე გააუქმა დამკვეთმა.
ახლა კითხვას გისვამთ, თუ მუშაობს მაღაზია, ავტოსერვისი, კვების ობიექტები, საჯარო სამსახურები, ამ ყველაფერში ეს ხალხი იღებს ანაზღაურებას, მე რატომ ვარ ქვეყნის მოღალატე, რუსეთუმე, „ქოცი“ და კიდე 1000 რამე, იმის გამო, რომ ჩემი პროფესია ასეთია?
მე რომ ვიყავი 13 წლის, მქონდა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, მამაჩემს არ ემღერებოდა, მაგრამ ყოველ საღამოს მღეროდა იმისთვის, რომ თავი გაეტანა ოჯახს და ჩემი საჭიროებები მოეგვარებინა.
მიპასუხეთ, სიმსივნიანი შვილის მამას ემღერებოდა და ეხალისებოდა ეს?!
თქვენი აზრით, მე მეზეიმება და მემღერება?!
მითხარით კონკრეტულად, რა უნდა გავაკეთო და როგორ გავიტანო თავი ასეთ დროს?
უყურებ შენს ფინანსებს და ვერ ფარავ ბანკის ვალდებულებას, რა უნდა გავაკეთო?! პირველ რიგში, გეკითხებით იმათ, ვინც დგახართ და კომენტარებში ჩემზე ხტუნაობთ, მასხარად მიგდებთ, შეურაცხყოფას მაყენებთ და მე მიწოდებთ ქვეყნის და ხალხის მოღალატეს!
კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე მიპასუხეთ, არ მაინტერესებს, ვინ, სად, რა გააკეთა, რატომ და როგორ!“ – წერს გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო: ​fortuna.ge​​​

სრულად წაკითხვა