საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც სტუდენტები იკრიბებიან, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა მივიდა.
რადგან ჩემი შვილის მეგობრები არიან აქ ძირითადად, დიდი უმრავლესობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, სტუდენტებს შევერთებოდით და სწორი პოზიციაც ეს იქნებოდა. ევროპას უდიდესი მადლობა, ასეთი მტკიცე, მყარი, სერიოზული და მუდმივი მხრდაჭერისთვის. მათ იციან, რომ საპროტესტო ელექტორატი ქვეყანაში დიდია და ცვლილებების მომხრე ძალიან ბევრი ადამიანია, შესაბამისად ეს მხარდაჭერა მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ვიდრე ევროკავშირში არ გაწევრიანდება ჩვენი ფარი და მახვილი იქნება ევროპული სტრუქტურები მანამდე,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
“ძალა ერთობაშია – ძალა ევროპაშია” – ეს არის გზავნილი, რომლის გარშემოც ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აპირებენ გაერთიანებას.