“ჩემს 14 წლის შვილს 42 წლის მთვრალმა კაცმა ლუდის ბოთლით თავი გაუტეხა…” – რას ამბობს თეონა კონტრიძე

2 weeks ago 10

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ინ­სტაგ­რამ­ზე ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჰყვე­ბა, რო­გორ შეძ­ლო სა­სა­მარ­თლოს გზით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ეზე­ი­მა და ცი­ხე­ში ჩა­ეს­ვათ კაცი, რო­მელ­მაც მისი ოჯა­ხის წევ­რს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მომ­ღერ­ლის თქმით, 42 წლის მა­მა­კაც­მა სამი წლის წინ, მის მო­ზარდ შვილს, გი­ორ­გის, თავი ბოთ­ლით გა­უ­ტე­ხა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი წლე­ბი გაგ­რძელ­და.

“დამ­ნა­შა­ვეს სამ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს! ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი. სამი წლის წინ, ჩემს 14 წლის შვილს, 42 წლის მთვრალ­მა კაც­მა ლუ­დის ბოთ­ლით თავი გა­უ­ტე­ხა. ის მა­შინ­ვე არ და­უს­ჯი­ათ და პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მის­ცეს, რაც ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. მე­გო­ნა, საქ­მე იმ­დე­ნად აშ­კა­რა იყო, რომ სა­სა­მარ­თლო თვი­თონ მო­აგ­ვა­რებ­და, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რე­ბა” – აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

მისი თქმით, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის და მისი შვი­ლიც ასე ფიქ­რობს, თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

“ამა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ჩემი მე­გო­ბა­რი, ად­ვო­კა­ტი შოთა გორ­გა­ძე. ახლა ჩემი სი­ხა­რუ­ლი უსა­ზღვროა. ეს გა­მარ­ჯვე­ბა ეკუთ­ვნის ყვე­ლა ბავ­შვსა და მშო­ბელს,“ – დას­ძი­ნა მან.

სრულად წაკითხვა