,,ჩემს შვილი ძაღლს ასეირნებდა და შეესწრო სროლას… ბრმა ტყვია რომ მოხვედროდა ჩემს შვილს, ისევე როგორც შეიძლებოდა მოხვედროდა თქვენს შვილს?” – ეკა კვესიტაძე

2 hours ago 4

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ვიდეომიმართვაში ამბობს:

,,შემოვედი სახლში და ბავშვი მეუბნება, რომ იყო გასული ძაღლის გასასეირნებლად და შეესწრო ამ ამბავს. ბრმა ტყვია რომ მოხვედროდა ჩემს შვილს, ისევე როგორც შეიძლებოდა მოხვედროდა თქვენს შვილს?.. დღეს ვახო სანაია დაიჭირეს ფეისბუქ პოსტისთვის და ამ დროს, შუა ქალაქში, ცენტრში, იქ, სადაც ბავშვები დადიან არის ტყვიებით სროლა და ჩაცხრილვა ერთმანეთის, კრიმინალი ასე არის გაპარპაშებული ამ ქვეყანაში. ეს არის ის საქართველო, რომელიც მიიღეთ. ბავშვმა ნახა დაჭრილი ქალი როგორ შეიყვანეს სასწრაფოში, მისი თვალით ნახა”.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ვერაზე სროლისას სამი ადამიანი დაიჭრა.

სრულად წაკითხვა