„ჩემს ძმას სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ“ — ზურა ჯაფარიძე

1 week ago 21

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე მის ძმაზე თავდასხმის შესახებ იუწყება.

ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი სპიკერთაგანია.

„ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ“, — წერს ზურა ჯაფარიძე.

დღესვე თავდასხმის შესახებ განაცხადეს ენმ-ის წევრმა დიმა ჩიქოვანმა და ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერმა ლაშა ღვინიანიძემ.

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

მუქარის შემცველი ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეთა ოჯახის წევრებთანაც ხორციელდება

სრულად წაკითხვა