,, ჩერგოლეიშვილი ვერტალოტით დაქალებს დააფრენდა”-ზე გამახსენდა” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

2 hours ago 3

თამარ ჩეგოლეიშვილი ბაია პატარაიას სტატუსს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ ჩერგო ვერტალიოტით დაქალებს დააფრენდა ხოლმე:

“ვერტალოტით დაქალებს დააფრენდაზე” ძაან სასაცილო სთორი გამახსენდა.

მრავალი წლის წინ, ახალი დაბრუნებული ვიყავი სამშობლოში, მე და გიგა ერთ პერსონაჟთან მივედით სახლში სტუმრად.

რომ შევედი ქალები და კაცები გაყოფილი დამხვდა – სხვადასხვა ოთახებში იყვნენ.

შევედი ქალებში.

რაღაც ხმაურიანი ქორწინება იყო ახალი დაშლილი, და მეთქი ცოტას წავიჭორავებ – მანდ რა მოხდა მეთქი.

რაო და სიძეო “დრაჩუნი” (ეს

სიტყვა ითქვა) აღმოჩნდა და გაეყარნენო.

მეთქი “დრაჩუნი”, როგორც ონანისტი?

კიო აბაო ცოლმა წაუსწროო ტუალეტშიო.  (ვარაზის ხევში კი არა, საკუთარ ტუალეტში)

მეთქი მერე რა?

როგორ მერე რაო, ცოლი მოიყვანაო .. ცოლი რომ არ ყავდეს, კიდე გასაგები იქნებოდაო.

მეთქი გოგოებო თქვენ სად ბანაობთ?

ავაყენე ყველა, გამომყევით მეთქი …

დავაყენე ქმრებს თავზე.

და მოვითხოვე ცოლებთან აღიარება.

მეთქი დროზე მოუყევით, ემანდ არ წაგასწრონ და მთელ თბილისში არ გაგიბაზრონ.

იმის მერე, თავიანთი სურვილით, თავიანთ ქალებთან მარტო აღარავის დავუტოვებივარ.

დაქალებზეც მაგიტომ ვიცინი დილიდან.

წარმოვიდგინე მე და ლევან რამიშვილი რომ დავფრინავთ აწყვეტილები კეზერას ვერტმფრენით!

სრულად წაკითხვა