არქმინადრიტმა ილია თოლორაიამ გადაცემა “რეაქციაში“ 2012 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა, სადაც თქვა, რომ არჩევნებში მონაწილოების შემდეგ, მასთან მივიდნენ ადამიანები და გადასცეს ხელისუფლების დანაბარები, ქალაქი დაეტოვებინათ.
მე მათ ვუთხარი, გადაეცი, ვინც ეს სიტყვა ჩვენთან გამოგატანა, რომ ჩვენ არ დავდივართ ხელისუფლების ჭკუაზე. ზუსტად იგივეს ვამბობ დღეს – ჩვენ არ დავდივართ ხელისუფლების ჭკუაზე და იმ სამღვდელო პირების ჭკუაზეც, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდით არ დგანან. რომ ამბობენ, რომ ჩვენი ქადაგებით შეურაცხყოფა მივაყენეთ და უპატივცემლოდ მოვექეცით სამღვდელო პირებს, აქ ჩნდება კითხვა, კონკრეტულად ვის? მამა დოროთეს არცერთ ქადაგებაში არ უთქვამს, რომ კონკრეტულად ეს და ეს სასულიერო პირი არის ცუდი მღვდელი, რადგან ხმა არ ამოიღო. ის საუბრობდა ზოგადად, რომ მღვდელი ასე უნდა მოიქცეს, – განაცხადა არქიმანდრიტმა.