სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს გმირის, გურამ გაბესკირიას შეუდრეკელობასა და გმირობაზე საუბრობს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით ქაცარავა:
„ნიკაგდა ვ ჟიზნი!” არასოდეს ცხოვრებაში! – ასე უპასუხა რუსებს და მათ მონებს გურამ გაბესკირიამ, როდესაც ოკუპანტებმა ტყვედ აყვანილს მოთხოვეს დაჩოქება და ბოდიშის მოხდა.
დაცემული ქალაქის გმირი, რომელმაც ქედი არ მოუხარა რუსმონებს და ამით ყველა ჩვენთაგანს გვიანდერძა ბოლომდე ბრძოლა, არა ბოდიშის მოხდა და ენის მოჩლექვა, არამედ ბრძოლა და არდანებება!
ამ პასუხის შემდეგ, გამწარებულმა რუსებმა დახვრიტეს უდრეკი პატრიოტი, მაგრამ სინამდვილეში, მათ უკვდავჰყვეს გურამი.
დიდება საქართველოს ჭეშმარიტ გმირებს!
სიკვდილი ოკუპანტებს!
ჩვენ დავბრუნდებით და ბოდიშის მოხდა მოგიწევთ თქვენ, ოკუპანტებო და ოკუპანტების მონებო!” – წერს დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა