WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ემოციურად ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს და პოზიტიური მოლოდინებით აფიქსირებს თავის პოზიციას:

“მშიბზია” კი არა, ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს ილორსა და ბედიაში, ჩვენს დრანდასა და მოქვში, ჩვენს ბიჭვინთასა და მერხეულში!

ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში – ჩვენი წესებითა და კანონებით…

ბოდიშებსაც მივიღებთ – ოღონდ არა იმათგან, ვისაც ჩვენი სისხლი არ შეშრობია ხელებზე, ვინც გაგრისა და სოხუმის გენოციდი მოაწყო, ვინც გალი გადაწვა და რუსის ხიშტს ამოფარებული დღემდე უტიფრად ყელყელაობს…

27 სექტემბერი თქვენი ვერდიქტია. ამ დღეს ვერ გაექცევით.

მომავალ წელს სოხუმში!” – წერს ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: “მშიბზია” (აფხ. Мшыбзиа) აფხაზური სიტყვაა და ქართულად “გამარჯობას” ნიშნავს, მისალმებისას გამოიყენება.