“არავის არ დაუჯეროთ, რომ ჩვენ გვინდა ომი. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულწრფელად ვლაპარაკობ. თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ეს ძალიან სწორად არის ნათქვამი” – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება და ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.

“თუ იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ვინმე ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ დაგვიწყებენ ქებას, ეს იქნება კატასტროფა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება: “ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ” თქვა ლუკაშენკომ ქალაქ გროდნოს მაცხოვრებლებისთვის მიმართვისას, სადაც ის ახალი საავადმყოფოს მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.