წაკითხვა: 3
ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, აპირებენ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს საკუთარი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი პერფორმანსებით ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე.“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს