3
ჟურნალისტი მაია ასათიანი ეჭვობს, რომ ჩხრეკის შემდეგ, შესაძლოა ნანუკა ჟორჟოლიანი დაიჭირონ:
,,დათრგუნული ვარ. “ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირი ტერორი დაიწყო. ძალიან მძიმედ მივიღე ნანუკას ამბავი და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩხრეკის შემდეგ ნანუკა დააპატიმრონ და მეორე ჟურნალისტი გახდეს, ვინც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ იქნება. ამ ყველაფერს ორი ფაქტორი აქვს: პირველი- აქციის მონაწილეებს ეუბნებიან, რომ დაგაჯარიმებთ თუ ქუჩაში გამოხვალთ და თქვენს თანხას ვერავინ გადაიხდის, და მეორე- ჟურნალისტთა კორპუსს გვითვლიან, რომ ყველას დაგჭერთ. ზუსტად ისე, როგორც ბოლშევიკები ამბობდნენ.
ამ ქოცურ ქვეყანაში ქველმოქმედის სახელი უნდა ჰქონდეს, მარტო ბიძინა ივანიშვილს. ოღონდ ის ქველმოქმედი არ იყო და ის აკეტებდა ინვესტიციას, რადგან ვისაც გვერდში დაუდგა, ყველას მხარდაჭერა მოსთოვა და უხერხულ მდგომსრეობაში ჩააგდო.
თუ გინდა ნანუკას ებრძოლო არ უდნა შეიმჩნიო, თუ გინდა რომ ძალა მოემატოს, უნდა ებრძოლო, მართლა დრაკონივითაა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა გაასმაგებული ძალა აქვს. ღმერთმა დაიფაროს, რომც დაიჭირონ, იქიდანაც სულ სხვა ნანუკა დაიბადება, ამიტომ, რეჟიმს თუ უნდა სახელი – ნანუკა და გვარი-ჟორჟოლიანი სხვა სიმაღლეზე აიყვანოს, მას უნდა ებრძოლოს…
მინდა ჩემს კოლეგებს მივმართო სამთავრობო არხებზე, თქვენ შეიძლება კომფორტის ზონაში ხართ ახლა, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანი მუშაობდა “იმედშიც“ და “რუსთავი 2“-შიც წლები, დღეს მის წინააღმდეგ არის აღძრული სარჩელი. თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს იყო რეჟიმის მსახური, ასევე კარგად იცის, როცა ტერორი იწყება, რეჟიმი ჯერ ჭამს მოწინააღმდეგეებს და შემდეგ გადადის მომხრეებზე, როდესაც აღარავინ დარჩება დასაჭერი და დასაჩაგრი, რეჟიმი დაიწყებს თავისი მომხრეების ჭამას. თქვენ მუშაობდით ნანუკას გვერდით, მის წინააღმდეგ არის ახლა სარჩელი და მას რომ წაიკითხავ, ბენ ლადენი გეგონება, ეს არ არის საკმარისი მიზეზი რომ კოლეგიალობა გამოიჩინოთ? ჩვენ ხომ ერთი სისხლისანი ვართ, ჩვენ ხომ მეოთხე ხელისუფლება ვართ. იქნებ დღევანდელი დღე გახდეს ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ თუნდაც მინიშნებით, თუნდაც გაკვრიოთ, თითოეულმა თქვენგანმა თავისი პოზიცია გამოამჟღავნოს“, – განაცხადა ასათიანმა. ,,რეაქციაში’”.